იური ჭითანავა

იური ჭითანავა

ექიმი ქირურგი გინეკოლოგი

ექიმის სპეციალიზაცია და პროფესიული უნარები
  • ექიმი იური ჭითანავა ახორციელებს გინეკოლოგიური პაციენტების კონსულტაციას, გამოკვლევას და მკურნალობას, მათ შორის:
  • საშვილოსნოს და დანამატების ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა;
  • მენოპაუზალური სინდრომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • საკვერცხის დისფუნქცის დიაგნოსტიკა და მკურნალობა; 
  • მენსტრუალური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • კონტრაცეფციისა და მენოპაუზის ჰორმონალური თერაპიის შერჩევა;
  • უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • ჰიპერპლასტიკური პროცესების (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა ;
  • ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა  და მკურნალობა;  
  • საკვერცხის ცისტების, საშვილოსნოს ფიბროიდების, ადენომიოზის მქონე პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • საშვილოსნოს ყელის დაავადებების (ეროზია, პოლიპები, პაპილომატოზი, ლეიკოპლაკია); დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • შარდის სტრესული შეუკავებლობის არაქირურგიული მკურნალობა.

გინეკოლოგიური მანიპულაციები:

  • ბიოლოგიური მასალის აღება ურეთრიდან, საშვილოსნოს ყელიდან და საშოდან, მიკროსკოპული და მიკრობიოლოგიური გამოკვლევისათვის;
    კოლპოსკოპია (უბრალო და გაფართოებული); 
  • ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალის ჩადგმა და ამოღება (მათ შორის საშვილოსნოსშიგა თერაპიული სისტემის).

მცირე გინეკოლოგიური ოპერაციები:

  • ჰისტეროსკოპია;
  • ჰისტერორეზექტოსკოპია; 
  • საშვილოსნოს ყელისა და ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა (კიურეტაჯი); 
  • შეწყვეტილი მცირე ვადის ორსულობის დროს საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა (კიურეტაჟი);
  • პაპილომების, ვულვისა და საშოს კონდილომების ამოკვეთა;
  • საშვილოსნოს ყელისა და გარე გენიტალიების მიზნობრივი ბიოფსია ; 
  • საშვილოსნოს ყელის ექსციზიური (გაფართოვებული) ბიოფსია;
  • საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების ელექტროკოაგულაცია, ლაზერული და რადიოქირურგიული მკურნალობა;
  • საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს ღრუს პოლიპების ამოკვეთა ;
  • ენდომეტრიუმის ბიოფსია კიურეტაჟით;
  • ენდომეტრიუმის ასპირაციული ბიოფსია (პაიპელის მეთოდით);

გინეკოლოგიური ოპერაციები ლაპარასკოპიული მეთოდით:

  • ლაპაროსკოპიული მიომექტომია;
  • ლაპარასკოპიული ოპერაციები საკვერცხის ნეოპლაზმების (ენდომეტრიოიდული ცისტები, ცისტადენომები, ფიბროადენომები, საკვერცხის ტერატომები) დროს;
  • ლაპაროსკოპიული ტუბექტომია;
  • საშვილოსნოს მილების გამტარიანობის შემოწმება;
  • საშვილოსნოს ექსტირპაცია; 
  • საშვილოსნოს ტანის  ამპუტაცია;
  • ლაპაროსკოპიული ოპერაციები საშვილოსნოს გარე ორსულობის დროს.

გინეკოლოგიური ოპერაციები ლაპაროტომიული მეთოდით:

  • კონსერვატიული მიომექტომია;
  • საშვილოსნოს ტანის ამპუტაცია;
  • საშვილოსნოს ექსტირპაცია;
  • ლაპარატომიული ოპერაციები საშვილოსნოს დანამატების კეთილთვისებიანი წარმონაქმნების დროს.

 

ექიმის შესახებ/პროფესიული გამოცდილება
საექიმო საქმიანობის ხანგრძლივობა 14 წელი
2009-2022 წწ. მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს, მოსკოვის №11 გინეკოლოგიური საავადმყოფოს,№51 მოსკოვის  კლინიკური საავადმყოფოს ექიმი გინეკოლოგი. 
2022-2024 წწ.თბილისის ამერიკული  ჰოსპიტალის, კლინიკა ახალი სიცოცხლის ექიმი გინეკოლოგი.
2024 წლიდან პაციენტების მიღებასა და გინეკოლოგიურ სერვისებს ახორციელებს კლინიკა ინიციოში.

 

სახელმწიფო სერტიფიკატი
2022 წ. სპეციალობა მეანობა-გინეკოლოგია.

 

განათლება

2007 წ. დაამთავრა სეჩენოვოს სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემია.
2007-2009 წწ. სეჩენოვოს სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიის №2 სამეანო-გინეკოლოგიური კათედრაზე კლინიკური ორდინატურა.

 

სამეცნიერი საქმიანობა
2019-2021 წწ. მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის სამეანო-გინეკოლოგიური კათედრის  ასპირანტი.
სამეცნიერო ნაშრომი თემაზე „ადენომიოზთან ასოცირებული მენჯის ტკივილის მკურნალობის ეფექტურობა.“
2021 წ. მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
არის მრავალი  სამეცნიერო ნაშრომის  ავტორი და   თანაავტორი. 
სამეცნიერო პუბლიკაციები:
"გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტები მენჯის ტკივილის მკურნალობაში, ასოცირებული ადენომიოზთან". მოსკოვის ქირურგიული ჟურნალი, 2018, ტ. 4(62), გვ. 59–63.
"გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტები და ანტაგონისტები: გავლენა ნეიროანგიოგენეზსა და აპოპტოზზე ეუტოპიურ ენდომეტრიუმში რეციდივირებული მენჯის ტკივილის მკურნალობისას, ასოცირებული ენდომეტრიოზთან". საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ბიულეტენი, 2018, №6, გვ. 32–33.
"კლინიკური და ანამნეზური მახასიათებლები ადენომიოზით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც თანმხლები პელვური ტკივილის სინდრომით". გინეკოლოგია, 2018, ტ. 20, №6, გვ. 77–80.
„მენჯის ტკივილის პრობლემები, ასოცირებული ადენომიოზთან". ქირურგიული პრაქტიკა, 2018, ტ. 35, №3, გვ. 47–50.
„უშვილობის მკურნალობის ეფექტურობა, ასოცირებული რეციდივირებულ ენდომეტრიოზთან". გინეკოლოგია, 2019, ტ. 21, №1, გვ. 38–43.
"ოქსიტოცინისა და ვაზოპრესინის რეცეპტორების როლი მენჯის ტკივილის პათოგენეზში, ასოცირებული ადენომიოზთან". პათოლოგიური ფიზიოლოგია და ექსპერიმენტული თერაპია, 2019, ტ. 63, №2, გვ. 99–107.
"ენდომეტრიუმის ჰიპერპლასტიკური პროცესების რისკის ფაქტორები რეპროდუქციული ასაკის ქალებში". რთული პაციენტი, 2019, ტ. 17, №5, გვ. 20–22.
"ქოლეკალციფეროლი მენჯის ტკივილის მკურნალობაში, ასოცირებული ენდომეტრიოზთან". რთული პაციენტი, 2019, ტ. 17, №5, გვ. 24–27.
"ვიტამინი D-ს როლი მენჯის ტკივილის პათოგენეზში, ასოცირებული ენდომეტრიოზთან", გინეკოლოგია, 2019, ტ. 162, №7, გვ. 23–26.

 

ტრეინინგები/კონფერენციები

ექიმი იური ჭითანავა მუდმივად მონაწილეობს დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების ადგილობრივ და საერთაშორისო კლინიკურ ტრინიგებში, კონფერეციებსა და კონგრესებში:
2016 წ. "ჰისტეროსკოპიის სკოლა". მოსკოვის ბოტკინის საავადმყოფოს სამედიცინო სიმულაციური ცენტრი.
2017 წ. "ინტრაკორპორალური ნაკერი ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში"
ბოტკინის საავადმყოფოს სამედიცინო სიმულაციური ცენტრი.
2019 წ. "პრაქტიკული ტრანსფუზიოლოგია". მოსკოვის ბოტკინის საავადმყოფოს სამედიცინო სიმულაციური ცენტრი.