არტერიული ჰიპერტენზია — ეს არის სისხლის მიმოქცევის სისტემაში წნევის მუდმივი და ხანგრძლივი მატება.


ფიზიკური დატვირთვისას წნევა ბუნებრივად იზრდება, მოსვენებისას კი ნორმას უბრუნდება. ჰიპერტენზიის შემთხვევაში, წნევა მუდმივად სცდება დასაშვებ ნორმებს.


მსოფლიოში 1.28 მილიარდ ადამიანს აქვს არტერიული ჰიპერტენზია. თუმცა, მხოლოდ 42%-შია დიაგნოსტირებული და მკურნალობა ჩატარებული. ბევრი ადამიანი კი საერთოდ არ იცის, რომ ჰიპერტენზია აქვს.


რატომ არის ჰიპერტენზია სერიოზული პრობლემა?

უპრობლემოდ მიმდინარე ჰიპერტენზიაც კი შეიძლება გახდეს სიცოცხლისთვის საშიში.
გართულებები მოიცავს:

  • მიოკარდიუმის ინფარქტს
  • ინსულტს
  • აორტის ანევრიზმასა და გასკდომას
  • თირკმლის უკმარისობას
  • მხედველობის დაქვეითებას
  • მეხსიერების დარღვევებსა და დემენციას


როგორ ვზომავთ არტერიულ წნევას?

არტერიული წნევის გაზომვისას ვიღებთ ორ მნიშვნელობას:

  • სისტოლური წნევა — გულის შეკუმშვისას ზეწოლა
  • დიასტოლური წნევა — გულის მოდუნებისას ზეწოლა

ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის კლასიფიკაციით:

  • ნორმა: <120/70 mmHg
  • მომატებული წნევა: 120-139/70-89 mmHg
  • ჰიპერტენზია: ≥140/90 mmHg


როგორ უნდა გავზომოთ წნევა სწორად?

წნევის სწორად გასაზომად დაიცავით შემდეგი წესები:

  • იყავით მშვიდ გარემოში, 5 წუთი მოსვენებით
  • არ მოწიოთ, არ ივარჯიშოთ და არ მიიღოთ კოფეინი 30 წუთით ადრე
  • კომფორტულად იჯდეთ, ზურგით სკამის მიყრდნობით
  • გამოიყენეთ სწორი ზომის მანჟეტი შიშველ მკლავზე
  • გაზომეთ წნევა დილით და საღამოს, ორჯერ (1-2 წუთის შუალედით), ორივე ხელზე
  • მონიტორინგი გააგრძელეთ კლინიკაში ვიზიტამდე 6-7 დღის განმავლობაში


ჰიპერტენზიის რისკ-ფაქტორები

მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები:

  • მარილიანი და ცხიმიანი საკვების მოხმარება
  • მცირე ფიზიკური აქტივობა
  • თამბაქო და ალკოჰოლი
  • ჭარბი წონა (ყოველი +5 კგ წნევას +4.5 mmHg ზრდის)

არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები:

  • ოჯახური ისტორია
  • ასაკი (>65 წელი)
  • თანმხლები დაავადებები (დიაბეტი, თირკმლის დაავადებები)


ჰიპერტენზიის მიზეზები

პირველადი ჰიპერტენზია — ასაკთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებული.
მეორეული ჰიპერტენზია — სხვა დაავადებების ან მედიკამენტების გამო, მაგალითად:

  • იმუნოსუპრესანტები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
  • თირკმლის დაავადებები
  • ძილის აპნოე


ჰიპერტენზიის სიმპტომები

ხშირად ჰიპერტენზია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ზოგჯერ ვლინდება:

  • ძლიერი თავის ტკივილი
  • გულმკერდის ტკივილი
  • საერთო სისუსტე
  • სუნთქვის გაძნელება
  • გულისრევა, ღებინება
  • მხედველობის პრობლემები
  • ყურებში შუილი
  • ცხვირიდან სისხლდენა
  • გულისცემის აჩქარება


სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივი კონსულტაცია ექიმთან!


როგორ ვმკურნალობთ არტერიულ ჰიპერტენზიას?

მკურნალობის მთავარი საყრდენებია:

  • ჯანსაღი კვება (ხილი, ბოსტნეული)
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა (კვირაში მინიმუმ 150 წუთი სიარული, ცურვა, ცეკვა)
  • წონის კონტროლი
  • თამბაქოს და ალკოჰოლის შემცირება


მედიკამენტური მკურნალობა:

  • აგფ ინჰიბიტორები
  • არბ
  • კალციუმის არხის ბლოკატორები
  • დიურეტიკები


სამიზნე არტერიული წნევა უნდა იყოს <130/80 mmHg, განსაკუთრებით თუ თან ახლავს:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადება
  • დიაბეტი
  • თირკმლის დაავადება


რატომ არის რეგულარული კონტროლი აუცილებელი?

ჰიპერტენზიის მართვა არის უწყვეტი პროცესი. აუცილებელია:

  • ოჯახის ექიმისა და კარდიოლოგის მეთვალყურეობა
  • მედიკამენტების რეგულარული მიღება
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა


გახსოვდეთ: არტერიული ჰიპერტენზია — სიკვდილობისა და ინვალიდობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, თუმცა დროული დიაგნოსტიკა და მართვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს.


თუ გაწუხებთ წნევასთან დაკავშირებული ჩივილები ან გაქვთ კითხვები, მიმართეთ კლინიკა ინიციოს — ჩვენი პროფესიონალი გუნდი მზად არის ზუსტად შეაფასოს თქვენი მდგომარეობა და დაგეხმაროთ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში!