სოფიო ბაჩილავა

სოფიო ბაჩილავა

ექიმი გასტროენტეროლოგი

ექიმის სპეციალიზაცია და პროფესიული უნარები

 

ექიმი სოფია ბაჩილავა გასტროენტეროლოგის სპეციალობით ახორციელებს შემდეგი დაავადებების მკურნალობას:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მჟავიანობის დარღვევით გამოწვეული დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პანკრეატიტი, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, კარდიის აქალაზია, ბარეტის საყლაპავი, პოსტგასტროზექციული დარღვევები);
  • ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების მქონე პაციენტების მართვა (ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება, უალკოჰოლო სტეატოჰეპატოზი და სტეატოჰეპატიტი; ნაღვლის ბუშტისა და სფინქტერის აპარატის ფუნქციური დარღვევები, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლელითიაზი, ქოლანგიტი), პოსტქოლეცისტექტომიის სინდრომი;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებების მქონე პაციენტების მართვა (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, დივერტიკულური დაავადება), წვრილი და მსხვილი ნაწლავის ფუნქციური დაავადებები (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი);
  • ყაბზობისა და ნაწლავის დისბიოზის მკურნალობა;
  • ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობა (ჰელმინთოზი, გიარდიაზი, ნაწლავური ინფექციები, ოპორტუნისტული ინფექციები და ა.შ.)
  • აღმოფხვრის ანტიჰელიკობაქტერული თერაპიით, წყლულოვანი დაავადების პროგნოზის გასაუმჯობესებლად და კუჭისა და საყლაპავის კიბოს თავიდან ასაცილებლად.
  • სუნთქვის ტესტის ჩატარებით Helicobacter pylori-ს დადგენა.

 

ექიმის შესახებ/პროფესიული გამოცდილება
საექიმო საქმიანობის ხანგრძლივობა 4 წელი
2021-2024 წწ. აკად. ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა; თბილისის ზღვის ჰოსპიტალი; ავერსის კლინიკა - ექიმი გასტროენტეროლოგი
2024 წლიდან პაციეტებს უწევს კონსულტაციებს და უტარებს მკურნალობას კლინიკა ინიციოში

 

სახელმწიფო სერტიფიკატი
2021 წ. სპეციალობა ინფექციური სნეულებები
2023 წ. სპეციალობა გასტროენტეროლოგია

 

განათლება
2016 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფოსამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი.
2018-2021 წწ. რეზიდენტურა თბილისის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების  ინსტიტუტი  
2021-2023 წწ. უწყვეტი სამედიცინო განათლების გასტროენტეროლოგიის შემოკლებული კურსი.