თამარ თევზაძე

თამარ თევზაძე

ექიმი ქირურგი გინეკოლოგი

ექიმის სპეციალიზაცია და პროფესიული უნარები

ექიმი თამარ თევზაძე ახორციელებს გინეკოლოგიური პაციენტების კონსულტაციას, გამოკვლევას და მკურნალობის როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონალურ სერვისებს, მათ შორის:

  • საშვილოსნოს და დანამატების ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა;
  • მენოპაუზალური  სინდრომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • საკვერცხის დისფუნქცის დიაგნოსტიკა და მკურნალობა; 
  • მენსტრუალური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • კონტრაცეფციისა და მენოპაუზის ჰორმონალური თერაპიის შერჩევა;
  • უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • ჰიპერპლასტიკური პროცესების (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა  და მკურნალობა;  
  • საკვერცხის ცისტების, საშვილოსნოს ფიბროიდების, ადენომიოზის მქონე პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • საშვილოსნოს ყელის დაავადებების(ეროზია, პოლიპები, პაპილომატოზი, ლეიკოპლაკია); დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • შარდის სტრესული შეუკავებლობის არაქირურგიული მკურნალობა.

გინეკოლოგიური მანიპულაციები:

  • ბიოლოგიური მასალის აღება  ურეთრიდან, საშვილოსნოს ყელიდან და საშოდან ,  მიკროსკოპული და მიკრობიოლოგიური გამოკვლევისათვის;
  • კოლპოსკოპია (უბრალო და გაფართოებული); 
  • ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალის ჩადგმა და ამოღება(მათ შორის საშვილოსნოს შიგა თერაპიული სისტემის).

მცირე გინეკოლოგიური ოპერაციები:

  • ჰისტეროსკოპია;
  • ჰისტერორეზექტოსკოპია; 
  • საშვილოსნოს ყელისა და ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა(კიურეტაჯი); 
  • შეწყვეტილი  მცირე ვადის   ორსულობის დროს  საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა (კიურეტაჟი);
  • პაპილომების, ვულვისა და საშოს კონდილომების ამოკვეთა;
  • საშვილოსნოს ყელისა და  გარე გენიტალიების მიზნობრივი ბიოფსია; 
  • საშვილოსნოს ყელის ექსციზიური (გაფართოვებული) ბიოფსია;
  • საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების ელექტროკოაგულაცია, ლაზერული და რადიოქირურგიული მკურნალობა;
  • საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს ღრუს  პოლიპების ამოკვეთა ;
  • ენდომეტრიუმის ბიოფსია კიურეტაჟით;
  • ენდომეტრიუმის ასპირაციული ბიოფსია (პაიპელის მეთოდით);
  • ბართოლინის ჯირკვლის, საშოსა და საშვილოსნოს ყელის კისტების მკურნალობა ქირურგიული მეთოდით.

გინეკოლოგიური ოპერაციები ლაპარასკოპიული მეთოდით:

  • ლაპაროსკოპიული მიომექტომია;
  • ლაპარასკოპიული ოპერაციები საკვერცხის ნეოპლაზმების (ენდომეტრიოიდული კისტები, ცისტადენომები, ფიბროადენომები, საკვერცხის ტერატომები) დროს;
  • ლაპაროსკოპიული ტუბექტომია;
  • საშვილოსნოს მილების გამტარიანობის შემოწმება;
  • საშვილოსნოს ექსტირპაცია; 
  • საშვილოსნოს ტანის  ამპუტაცია;
  • ლაპაროსკოპიული ოპერაციები საშვილოსნოს გარე ორსულობის დროს.

გინეკოლოგიური ოპერაციები ლაპაროტომიული მეთოდით:

  • კონსერვატიული მიომექტომია;
  • საშვილოსნოს ტანის ამპუტაცია;
  • საშვილოსნოს ექსტირპაცია;
  • ლაპარატომიული ოპერაციები საშვილოსნოს დანამატების კეთილთვისებიანი წარმონაქმნების დროს.

ვაგინალური /პლასტიკური ოპერაციები :

  • წინა კოლპოროგრაფია;
  • უკანა კოლპოროგრაფია;
  • კოლპოპერინოპლასტიკა;
  • ლევატოროპლასტიკა;
  • ლაბიოპლასტიკა;
  • ქირურგიული დეფლორაცია;
  • საშვილოსნოს ყელის აღდგენითი ოპერაციები.

 

ექიმის შესახებ/პროფესიული გამოცდილება
საექიმო საქმიანობის ხანგრძლივობა 15 წელი
2008-2024 წწ. მუშაობდა: ავერსის კლინიკა; ჰერა-2011; ელიზაბედ ბლექველის ჰოსპიტალი - ექიმი გინეკოლოგი. 
2025 წლიდან პაციენტების მიღებასა და გინეკოლოგიურ სერვისებს ახორციელებს კლინიკა ინიციოში.

 

სახელმწიფო სერტიფიკატი
2009 წ. სპეციალობა მეანობა-გინეკოლოგია

 

განათლება
2002 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საკურნალო ფაკულტეტი.
2004-2009 წწ. რეზიდენტურა თბილისის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი.

 

ტრეინინგები/კონფერენციები
ექიმი თამარ თევზაძე  მუდმივად მონაწილეობს დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების ადგილობრივ და საერთაშორისო კლინიკურ ტრეინიგებში, კონფერეციებსა და კონგრესებში:
2016 ინტენსიური კურსი გინეკოლოგიურ ენდოსკოპიურ ქირურგიაში. კლერმონ-ფერანში. საფრანგეთი
2017 სამედიცინო კონგრესი “ჰისტეროსკოპია,ჰისტერექტომია, მინიმალურად ინვაზიური მიდგომა ჰისტერექტომიაში”
2017 GESEA - European Society for Gynaecological Endoscopy
Certificate of completion Winners Project quizzes of the Bachelor level and is eligible to take GESEA certification exams of this level. (pr.arnaud WAttiez,Dr Rudi Campo.leuven-2017)
2018 წ. სამედიცინო კონგრესი საშვილოსნოს მიომის მკურნალობა ლაპარასკოპიულ გინეკოლოგიაში. ქ. ბუდაპეშტი, რუმინეთი.
არის საქართველოს გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი
2019 წ. გინეკოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია „ქირურგიული გაზაფხული" 
2019 წ. ულტრაბგერითი კვლევა მეანობასა და გინეკოლოგიაში
2020 წ. მედიკოსთა 48-ე საერტაშორისო სამედიცინო სკოლა-კონფერენცია: თანამედროვე კლინიკური მედიცინა, მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები“
2021 წ. უწყვეტი პროფესიული განვითარების მოდული: ნაყოფის გულისცემის ინტრანატალური მონიტორინგი.
2021 წ. პროფესიული განივარების საბჭოს მიერ აკრედიტირებული ტრეინინგი:თრომბოფილიური დარღვევები სამეანო პრაქტიკაში.
2024 წ. უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა “სამეანო ულტრასონოგრაფია: ჩვენებები და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები“
2024 წ. უსგ ონლაინ-მოდული “გენდერული ნიშნით ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპების და რეფორმების საკისთები“
2024 წ. უსგ მოდული“რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, აივ/შიდსი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები“